მწვანე სახლი • ლიკანი გალერი
"ლიკანი გალერის" პრემიუმ კლასის აპარტამენტები მდებარეობს ბორჯომში, ლიკანის ისტორიული პარკის სიახლოვესა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ნაკრძალის მომიჯნავედ. პროექტს გამორჩეულს ხდის თანამედროვე დიზაინის ექსტერიერი (მწვანე ფასადი), რომელიც ჰარმონიულად ერწყმის ბუნებას. კომპლექსი მოიცავს ოთხი ტიპის - 28, 54, 82 და 130 კვ.მ. საცხოვრებელ ფართებს. შენობა ათსართულიანია, აქედან ექვს სართულზე განლაგებულია ტიპური საცხოვრებელი ბინები, ხოლო ბოლო ორი სართული ეთმობა დუპლექსის ტიპის საცხოვრებელ ფართებს. პირველი და მეორე სართული უკავია საერთო სარგებლობის სივრცეებს, როგორებიცაა სპა-საუნა, სპორტული დარბაზი, საბავშვო კუთხე და სხვ.
‘ლიკანი გალერი’-ს თითოეული ბინიდან იშლება შთამბეჭდავი ხედები, რომლებიც სიმშვიდითა და ბედნიერებით აგავსებთ - დატკბით მარადმწვანე ტყის ხედებითა და მტკვრის ხეობის სილამაზით.
პროექტის ნახვა