ბაკურიანის დიდველი გალერეა

აპარტ სასტუმრო დიდველის მთასთან

75 

კოტეჯი

2500 

კვ.მ.

პროექტის შესახებ

დიდველი გალერეა

Apart-Hotel Didveli Gallery - სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც მდებარეობს ბაკურიანში დიდველის საბაგიროსთან.
მოიცავს 75 ნომერს, ავტოსადგომს, ლაუნჯს, ტერასასა და რესტორანს. პროექტი მიმზიდველია როგორც კომერციული ინტერესებისთვის, ისე დამსვენებელთათვის წელიწადის ოთხივე სეზონზე. თითოეულ ნომერს აქვს აივანი და ინდივიდუალური სამზარეულო კუთხე, რაც დამატებით კომფორტს ქმნის დამსვენებელთათვის. ბინები ბარდება დასრულებული რემონტით!
სასტუმროს დამსვენებლებსა და აპარტამენტების მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ კონსიერჟის, დაცვისა და დასუფთავების სამსახურის 24 საათიანი მომსახურებით.

ბაკურიანი დიდველი

სათხილამურო კურორტი ბაკურიანი

ბაკურიანი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სათხილამურო კურორტია, რომელიც ზღვის დონიდან 1700 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. კოხტი-მიტარბისა და დიდველის ბილიკების საერთო სიგრძე 29,1 კმ-ია. ბაკურიანს აქვს 23 სხვადასხვა სირთულის მარშრუტი, 8 ლიფტი და ერთი საბაგირო გზა.
ბაკურიანის მნიშვნელოვანი ნაწილი დაფარულია წიწვოვანი ტყეებით, ამიტომ კურორტი ითვლება არა მხოლოდ ზამთრის კურორტად, არამედ ბალნეოლოგიურ და რეკრეაციულ კურორტად. ეს არის თანამედროვე კურორტი განვითარებული ინფრასტრუქტურით, რომელიც იზიდავს დამსვენებლებს ოთხივე სეზონისთვის.
კურორტზე ზამთრის სეზონი დაბალი ტემპერატურით და მდგრადი თოვლის საფარით ხასიათდება, ზაფხული კი გრილი. კურორტი თბილისიდან მხოლოდ 205 კილომეტრშია

კონტაქტი

თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი გზით სამუშაო საათებში. ჩვენი მენეჯერები უპასუხებენ თქვენს ყველა კითხვას
Contact Form

+ 995 544 446 446

+ 995544 449 449

sales@gallerygroup.ge 

arrow-up linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram